ხელმძღვანელი: ი.ბანძავა

 
 
 
 
 
 
   2010 წლის 30 იანვარში დაწყებითი.საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა საზეიმო დილა. ღონისძიების თემა იყო: ,,მობრძანდი, წელო ახალო!’’
ღონისძიებაში მონაწილეობდა 75 მოსწავლე.
ღონისძიების მიზანი იყო სხვადასხვა კლასის მოსწავლეების  გაცნობა დაახლოება. ბუნების მოვლენების აღწერა, საახალწლო ტრადიციების გახსენება,პოეტური ტექსტის აღქმა, გამომეტყველებით (მხატვრულად)ლექსის წაკითხვა, მოსწავლეებში თანამშრომლობის უნარის განვითარება.
            მოსწავლეებმა მოიპოვეს ინფორმაციები,გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და დამოკიდებულება საახალწლო ტრადიციებთან დაკავშირებით, პარალელები გაავლეს ძველსა და ახალ ტრადიციებს შორის. დაწერეს საახალწლო სურვილები და თავიანთი ხელით გაფორმებული ბარათები მიაკრეს ნატვრის ხეს. ისაუბრეს მეკვლის ფენომენზე ბავშვებმა მარტო და სხვებთან შეთანხმებულად შეასრულეს სიმღერები ხალხური, კლასიკური და ქალაქური რეპერტუარიდან.
            თითოეული კლასი გამოდიოდა საკუთარი ნომრით, წარმოადგინეს თითო ინსცენირება, ბევრი იცეკვეს, იმხიარულეს და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
            ამ ღონისძიებამ ხელი შეუწყო საერთო სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას.
            ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა ყველას მიულოცა შობა ახალი წელი და უსურვა ჯამრთელობა და წარმატებები.